|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ან პროდუქტი დაურიგონ, ან თანხები გასდასცენ მშობლებს, რომელთა უმეტესობამ სამსახური დაკარგა"

"ან პროდუქტი დაურიგონ, ან თანხები გასდასცენ მშობლებს, რომელთა უმეტესობამ სამსახური დაკარგა'-აცხადებს  პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“  იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე.

  იგი ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და ქუთაისის მერიას მოუწოდებს, უზრუნველყონ ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის ბიუჯეტით განსაზღვრული ყოველდღიური საკვები პროდუქტების   სისტემური გადაცემა. 

"საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქუთაისის 37-ვე ბაგა-ბაღში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ამ ხნის განმავლობაში აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი პროდუქტები მხოლოდ ერთხელ დაურიგდათ მათ მშობლებს, ისიც ფორმალურად, რადგან მასში არ იყო ბურღულეული, თითქმის თვეზე მეტია შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, ბავშვებისათვის გამოყოფილი თანხები ან დაურიგონ მშობლებს, რომელთა უმეტესობა დარჩენილია სამსახურის გარეშე, ან გადასცენ პროდუქტები"-განაცხადა მამუკა მამალაძემ. 

ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველი დავით წიტაიშვილი აცხადებს, რომ ბაღის აღსაზრდელებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომლებიც მათი რაციონიდან შეირჩა. მისი თქმით,  აქცია არ იყო ერთჯერადი და აიპი საკვები პროდუქტების გაცემას მაისის დასაწყისისთვის კვლავ გეგმავს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა