პარლამენტთან მოშიმშილე შუქრუთელებთან ანა დოლიძე მივიდა
„ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა დოლიძე პარლამენტთან მივიდა, სადაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოქალაქეები რამდენიმე დღეა უწყვეტ აქციას მართავენ.
პარლამენტთან ათზე მეტი ადამიანი შიმშილობს, რამდენიმე მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურებას აპროტესტებენ და ადეკვატურ კომპესაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან კომპანიასთან შუამავლობას ითხოვენ.
ანა დოლიძის შეფასებით, ირღვევა ამ ადამიანების კონსტიტუციური უფლება საცხოვრისის შესახებ.
„პირველი, რაც ჩანს, საქართველოს მოსახლეობის ამ ნაწილს აქვს საცხოვრისის უფლების პრობლემა. ჩვენ ვართ „მესამე სამყარო“ - „ქართული ოცნება“ რომ დაიწყებს ლაპარაკს ევროკავშირში შესვლაზე, ჯერ 21-ე საუკუნეში უნდა შევიდეთ, რომ ადამიანების საცხოვრისის უფლება იყოს დაცული, მთელი სოფელი არის პარალიზებული, როგორც ამბობენ, სკოლამ არ დაიწყო ფუნქციონირება“, - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ შუქრუთელების აქცია ერთი კვირაა მიმდინარეობს, მათთან ხელისუიფლებიდან ჯერ არავინ მისულა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს წვიმის დროს კარვის გაშლის უფლება არ მისცა, რაზეც სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა. მოქალაქეების უფლებების დასაცავად ყურადღება სხვა არავის გამოუჩენია.
ავტორი: