|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანჩისხატის ტაძარში დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმიდან ანჩისხატის თავის სახელობის ტაძარში დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა. 

ღონისძიების ორგანიზატორია "ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფი".

ჯგუფის ხელმძღვანელის,  ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, ანჩისხატის ტაძარში არსებობს იმის სათანადო პირობები და ტექნიკური შესაძლებლობები, რომ ხატი იქ გადააბრძანონ.

"კულისებში გვპირდებიან და ამას აკეთებენ 2012 წლიდან. გავიდა 10 წელი და ასეთი დაპირებებით დღეს აღარავინ კმაყოფილდება", - აღნიშნა ნანობაშვილმა.

 აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობიდან მსვლელობით მუზეუმისკენ გადაინაცვლეს. 

 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით,  ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ზაზა ნანობაშვილი საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მოქმედებს და „დესტრუქციებს“ აწყობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა