ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრისათვის 1000-ლარიანი ჯარიმა სასამართლომ გაფრთხილებით შეცვალა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა "ევროპა ჩვენი სახლიას" სარჩელი და ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის" მიერ გამოწერილი ათას ლარიანი ჯარიმა გაფრთილებით შეცვალა.
როგორც თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ჩუბინიძემ "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრები "კანონდამრთვევებად", ხოლო ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრა თეთრი ხიდის იერ-სახის დაზიანებად ცნო, მაშინ როდესაც ანალოგიურ საქმეზე რამდენიმე წლის წინ მან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო.
"მალხაზ ჩუბინიძემ ანალოგიურ საქმეზე, 2019 წელს იგივე ადგილზე სტიკერების გაკვრა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებად შეაფასა",- აცხადებს ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წევრები თორნიკე ბარათაშვილი და გია გოქაძე 7 აგვისტოს თეთრ ხიდზე გაკრული სტიკერების გამო ააიპ "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციამ" ათას-ათასი ლარით დააჯარიმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა