|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანტივაქსერებზე საშიში ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ - პაატა იმნაძე

ანტივაქსერებზე საშიში ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ  პაატა იმნაძემ განაცხადა.  

მისი განმარტებით, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში არ ჩავარდნილა  და პასუხისმგებლობა კატასტორფულ შედეგებზე მოქალქეებს ეკისრებათ. 

„ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია. ადამიანები, როცა სადმე არიან, ჩემთვის სულერთია სად არიან. ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი, აქციაზეა, ეკლესიაში, პურ-მარილზე, ქელეხში თუ ქორწილში, როცა არ იცავს წესებს, ყველგან არის ინფიცირების საშუალება. ჩავარდნილ ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებთ, რას ვხედავთ ჩავარდნილს?! ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის. ნახეთ რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში, ასეთი ხალხი ყველგან არის. მათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს“, - განაცხადა იმნაძემ.

ავტორი: ნიუპრესი