ანტივარიკოზული გეტრების გამოყენების ბენეფიტები
ანტივარიკოზული გეტრები გამოიყენება ვენების სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნითა და სამკურნალოდ. ეს პროდუქტი:
- აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას;
- ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში;
- ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას.
ანტივარიკოზული გეტრები ადამიანებს საგრძნობლად უმსუბუქებს მდგომარეობას. ვარიკოზული გეტრები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. ამ პროდუქტს ვარიკოზის დროს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ანტივარიკოზულ გეტრებს იყენებენ:
- ოპერაციამდე;
- ოპერაციის შემდგომ;
- ორსულობის პერიოდში;
- მწოლიარე პაციენტები;
- ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- ანტითრომბოებოლური დაბალყელიანი წინდა - გამოიყენება თრომბოზისა და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი ორსულთათვის - გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას.
- ვარიკოზული ვენების წინდა მუხლამდე - გამოიყენება ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით. საუკეთესოდ უზრუნველყოფს თერმოიზოლაციას.
- კომპრესიული წინდა მუხლამდე - გამოიყენება ვენების მსუბუქი ხარისხის დაზიანების დროს. სამედიცინო დანიშნულების წინდა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს. გამოიყენება ასევე, პროფილაქტიკისთვის და მისი შეძენა ექიმის დანიშნულების გარეშეც შეგიძლიათ.
სასურველია, ანტივარიკოზული გეტრების გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ პირად ექიმთან და მისი გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განსაზღვროთ წინდების გამოყენების ხანგრძლივობა. რაც შეეხება მისი გამოყენების წესებს - რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ მათ ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.
ავტორი:





20:45
16:10
















