აქცია სოფელ ბანოჯაში - მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები უგზოობასა და უწყლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება.
მიუხედავად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის არაერთი მიმართვისა, მათ წლების მანძილზე გზა და წყალი არ აქვთ.
ადგილობრივების თქმით, სოფელში ავტობუსები არ დადის, სასწრაფოს ექიმებს ფეხით სიარული უწევვთ. ბოლო განცხადებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის შეკეთების გადადება პანდემიას დააბრალა.
საპროტესტო აქციას "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში ბანოჯაში გზის დაგება არ დაიწყება წყალტუბო - ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა იგეგმება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი