არა ნამოხვანჰესს! - რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის 21-ე დღე
არა ნამოხვანჰესს! - მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" 21-ე დღეა აქციებს მართავს.
აქციის მონაწილეები ჰესის სამუშაოების შეჩერებას და კომპანია "ენკა რინიუებლზის" გასვლას მოითხოვენ.
მათ ხიდი გადაკეტეს და კომპანიის ტექნიკას არ უშვებენ. რიონის ხეობის მოსახლეობა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს, ასევე მოსახლოებას. დღესვე ადგილზე სასულიერო პირმა პარაკლისი გადაიხადა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა