6 ივლისს ქუთაისში ჟურნალისტების სოლიდარობის აქციას გამიართება
თბილისში მიმდინარე მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართება. "არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" -ამ დევიზით იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბებიან.
ჟურნალისტები თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.
აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ხვალ 10:30 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, დღეს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შედეგად თბილისში 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



21:51
15:17
15:16
14:26
















