|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არაარგუმენტირებული და არაკომპეტენტური ბრალდებები - საოლქო კომისია ბრალდებებს პასუხობს

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ გარკვეული პირების მხრიდან შეიმჩნევა ამ პროცესის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებები.

ლალიაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კეთდება, პირველ რიგში ლახავს იმ ადამიანების პატივს და ღირსებას, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებზე პანდემიის პირობებში სიცოცხლის რისკის ფასად შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა.

„დღეს ყოველგვარი მტკიცებულების და ცრუ ფაქტების საფუძველზე, ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან არიან უნდობლობის ობიექტები და ილახება მათი საქმიანი რეპუტაცია. რაც შეეხება მის განცხადებას, თითქოსდა ერთი ელექტრონული ფოსტით მივიღეთ ყველა განცხადება, ესეც ცრუ ინფორმაციაა და ეს ბატონმა გიგამ სხვაზე უკეთ იცის. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ N59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს კანონის სრული დაცვით. სამწუხაროა, რომ გარკვეული პირების მხრიდან შეიმჩნევა ამ პროცესის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებები. ისმის სრულიად . მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროცესს. გამოვიდნენ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რადგან ეს აზიანებს პროცესს“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

ავტორი: