არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს - შალვა პაპუაშვილი
ინფორმაცია რუსეთიდან მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის ნაწილია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ისედაც ჩაკეტილია.
„ეს საკითხიც, რაც შეეხება რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას, ესეც გახლავთ ნაწილი იმ დისკრედიტაციული კამპანიისა, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ გვაქვს. ეს არის სწორედ, რაც იწვევს ჩვენში კითხვის ნიშნებს, რომ რატომ ხდება ასეთი ინფორმაციის გავრცელება ხოლმე. არანაირ მასობრივ შემოდინებასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს.
ყველას შევახსენებ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან. იცით, რომ ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის მიმოსვლა.
რაც შეეხება ამ მონაცემებს და იმას, რომ ეს თემა გახდა განხილვის საკითხი, ესეც გახლავთ ერთ-ერთი ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიისა იმისთვის, რომ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში და არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი