|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენ პროცენტს დაიწერს, არჩევნების შედეგებს ბოიკოტს ვუცხადებთ - გიგა შეშანია

აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენ პროცენტს დაიწერს, ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს.  აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია ქუთაისში არჩევნების შეცვლილ შედეგებთან დაკავშირებით. 

როგორც მან "ნიუპრესთან საუბრისას აღნიშნა, უბნების შეცვლილ ოქმებზე კომისიის  ოპოზიციონერი წევრების ხელმოწერა არ არის.  

"საოლქო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები შეიცვალა.  გუშინ ხელახლა გადათვალეს უბნები, რაშიც ჩვენს წარმომადგენლებს მონაწილეობა აღარ მიუღიათ.  ხელით ოქმების წერა დაიწყეს, როგორც 2003 წელს. ბალანს ვერ ადგენენ, წერენ, თვითონ რაც უნდათ.  ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებდით. ამ ოქმებს ჩვენი წარმომადგენლების ხელმოწერა არ აქვს. არჩევნების შედეგებს ბოიკოტს ვუცხადებთ", - განაცხადა გიგა შუშანიამ.  

 შეგახსენეთ, ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებული შედეგები შეიცვალა.   ზაზა ლომინაძის მიერ მიღებული მხარდაჭერა 40,51%-დან 42,16%-მდე გაიზარდა.   გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმები 34,72%-დან  34,72%-მდე შემცირდა.

ავტორი: ნიუპრესი