"აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი"–ლია უკლება
ქუთაისელი მხატვრის ლია უკლებას ტილომ "ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მართლმადიდებელთა უმეტესობამ მხატვრის ნაშრომი დაგმო.
აჟიოტაჟს გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და აღნიშნა, რომ "საქართველოში მსგავსი შეურაცხყოფა არ მომხდარა".
თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ნახატის ავტორის ჩანაფიქრის გაგებას შეეცადა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" ლია უკლებას დაუკავშირდა. მხატვარმა განვითარებული მოვლენების გამო კომენტარზე უარი თქვა.
"საერთოდ აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი"–განაცხადა მხატვარმა სატელეფონო საუბრისას.
"ამ ნახატის ინსპირატორი იყო ხალხი, ვინც რელიგიის სახელით ათას საზიზღრობას ჩადის, შეუძლიათ გაწირონ, კუთხეში დააყენონ ადამიანი, ჩაქოლონ, მოკლან. მარიამის „თვითმკვლელობის მცდელობა“ არის მესიჯი იმისა, რომ ღირსები ვართ უღმერთოდ დაგვტოვოს. ეს ხუმრობა იყო ჩემი მხრიდან, მწარე ხუმრობა, რომელზეც დაფიქრება გვმართებს", - აღნიშნავდა მხატვარი "ნიუპრესთან" ინტერვიუში 2 წლის, როდესაც ნაშრომი ფართო საზოგადოების განსჯის საგანი პირველად გახდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი