არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 62 სამართალდამცავის მიმართ დადგა
62 სამართალდამცავის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგა, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში 16 პირია მხილებული, 69 კი - პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა.
69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.
ავტორი: ნიუპრესი