|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას - ღარიბაშვილი

სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქედის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით.

 

ღარიბაშვილის თქმით, არასოდეს დაბრუნდება ის დრო, როდესაც მჩაგვრელი, მასხარა სააკაშვილი მართავდა ქყვეყანას.

"არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით, რომელიც ახლა დევნილად არის ქცეული, თქვენ ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, კაცი 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი. გავიდა მოქალაქეობიდან, საკუთარი პასპორტი დატოვა, ჩააბარა და აიღო უკრაინის მოქალაქეობა. შემდეგ გააძევეს თმების თრევით, ჯერ სახურავებზე დახტოდა, შემდეგ თმების თრევით გააძევეს და გუშინ გამოვიდა და კიდევ აქეთ ჭკუას გვარიგებს და იმუქრება. ასეთი მასხარების დრო ქვეყანაში დასრულებულია მეგობრებო და თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა