არასრულწლოვანი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა, დაიღუპა
ქუთაისში ბავშვი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გადაჰყავდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ ბავშვს რამდენიმე საათის წინ დაეჯახა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა