|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არც აღმაშენებელს მოეწონებოდა მასზე ფილმის გადაღება მათგან, ვინც გელათს ზიანს აყენებს -თორნიკე ბარათაშვილი

ეს არის სისტემაში არსებული კოლაფსის შეფერადების ერთ-ერთი მცდელობა, - ასე აფასებს ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი კულტურის სამინისტროს ინიციატივას  დავით  აღმაშენებელზე ფილმის გადაღების შესახებ.  

ბარათაშვილის თქმით, არც აღმაშენებელს მოეწონებოდა მასზე ფილმის გადაღება მათგან, ვინც გელათს ზიანს აყენებს.  

"ეს არის იმ კოლაფსის შეფერადების ერთ-ერთი მცდელობა, რაც სისტემაშია. ცხადია,  გელათის შემთხვევაში გარდა კულტურულ- მატერიალური ღირებულების ხელყოფისა, უდიდესი რეპუტაციული პრობლემაა,  როგორც მთელი ქვეყნისთვის, ასევე კონკრეტულად ამ უბედურების შემოქმედისთვის-დღევანდელი ხელისუფლებისთვის და კონკრეტულად წულუკიანისთვის, რომლის მინისტრად დანიშვნის ძირითადი მიზეზი კრიზისების განეიტრალება იყო. კრიზისები საპირისპიროდ ღრმავდება, ეს ტექნოლოგები გელათს და სისტემაში შექმნილ სხვა პრობლემებს ვერ უშველის, არც დავით აღმაშენებელს დააინტერესებდა მასზე გადაღებული ფილმები, რომლის შემოქმედები მის პარალელურად მის ქმნილებას ანგრევებენ,"  - განაცხადა ბარათაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსს აცხადებს.

 შეგახსენებთ, იუნესკოს 44-ე დადგენილებით, გელათში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას ლახავს. რეაბილიტაციის დროს დაზიანებებული სახურავიდან ტაძარში ჩადენილი ნალებისგან უნიკალური ფრესკები ნაგდურდება.  

ავტორი: ნიუპრესი