|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არცერთი კიდური საღი აღარ აქვს" - ქუთაისში ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე სასწაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 11 წლის ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ფაქტობრივად,  არცერთი კიდური საღი არ აქვს. საცოდაობა დატრიალდა. უმძიმეს მდგომარეობაში ის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- აცხადებენ თვითმხილველები.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით,  მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა