„დღეს ვირჩევთ, ვისი მეშვეობით გვინდა ვმართოთ ქვეყანა"
„არჩევნები არის ის დღე, როდესაც ვირჩევთ, ვისი მეშვეობით გვინდა ვმართოთ ქვეყანა“, -განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
დავით დვალმა თავისი არჩევანი 39-ე უბანზე გააკეთა. მისი განცხადებით, ყველას ვალია მოიხადოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი და მივიდეთ არჩევნებზე“, - განაცხადა დავით დვალმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



















