არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას იმავე საარჩევნო უბანზე მისცემენ [R]
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები იმავე საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას და საინფორმაციო ბარათები მხოლოდ 30 უბნის ამომრჩევლებისთვის დარიგდება -ამის შეახებ ცესკოში აცხადებენ.
"საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. შესაბამისად, მათ ამომრჩევლის ბარათები აღარ დაურიგდებათ.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტურისთვის 30 საარჩევნო უბანზე შეიცვალა უბნის მისამართი და უბანი სხვა ახლომდებარე შენობაში განთავსდა. შესაბამისად, ამ საარჩევნო უბნების საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მათთვის დარიგდება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათები, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის ახალი მისამართი.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნების მისამართები გადაამოწმონ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით"-ნაცქვამია ცესკოს განცხადებაში..
ავტორი: ნიუპრესი