აღლუმი რა სახელია, მე ვიცი ჩვენი ჯარის აღლუმი - ირაკლი ღარიბაშვილი
ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია, მე ვიცი ჩვენი ჯარის აღლუმი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს დაგეგმილი "თბილისი პრაიდის" შესახებ.
მისი თქმით, ოცნების ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ითვალისწინებენ მოსახლეობის უმრავლესობის აზრს, რომელიც წინააღმდეგია პროპაგანდისტული მარშის.
"ჯერ ერთი აღლუმი რა სახელია, მე ვიცი ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჩატარდება. ზოგადად ღონისძიებები რომელიც ჩატარდება, ამისთვის არის სხვა
მე შევახსენებ საზოგადოებას, მანამდე სამი დღის განმავლობაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ ამ კვირეულს. არავითარი შეფერხება, არავითარი აგრესია არ ყოფილა, პოლიციამ მოახერხა ყველაფრის პრევენცია, მაგარამ როდესაც 95% ჩვენი მოსახლეობის არის წინააღმდეგი პროპაგანდისტული მარშის, თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ, ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ჩვენ ამას ვუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება როდესაც უმცოირესობა წყვეტდა უმრავლესობის ბედს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი პასუხისმგებლობას კვლავ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ პრაიდის უკან ყოფილი მმართველი ძალის რევანშისტული ინტერესები დგას. ამას არაფერი უთქვამს ძალადობრივი დაჯგუფებების ხელმძღვანელების და ძალადობის წამქეზებლების პასუხისმგებლობაზე. პრემიერის თქმით, დაისჯებიან მოძალადეები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებს ასრულებდნენ.
ავტორი: ნიუპრესი