"არნახულ მასშტაბის ფულადი გზავნილები" - რატომ მყარდება ლარი?
ოპოზიციონერი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლარის გამყარების მიზეზზე სოციალურ ქსელში წერს.
"უცხოეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობამ აპრილის თვეში არნახულ მასშტაბს მიაღწია. ეს 114 მილიონი დოლარით მეტია 2021 წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან შედარებით და 115 მილიონი დოლარით მეტია მიმდინარე წლის მარტის თვესთან შედარებით.
რუსეთიდან გადმორიცხვები სულაც 300 პროცენტითაა გაზრდილი. ეს ძირითადად ალბათ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებისათვის (დაახლოებით 40 ათასი კაცი) გადმორიცხული ფულია ( სწრაფი გზავნილები არაა აკრძალული), ნაწილობრივ კი ჩვენი თანამემამულეების მიერ სანქციების შიშით წინმსწრებად დამატებით გადმორიცხული თანხებია. ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა", -წერს გიცირიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ლარის კურსი დოლართან მიმართებით მკვეთრად გამყარდა და ერთი დოლარის შეძენა 2, 96 ლარად არის შესაძლებელი.
ავტორი: ნიუპრესი