საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 11 წლის თერჯოლელ ბიჭს მართლმადიდებლური წესით დაკრძალავენ
საპატრიარქოს მიაჩნია, რომ „ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე" 11 წლის ბიჭისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული“.ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოში მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ შეხვედრაზე ძევრში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
როგორც ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ განაცხადა, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მოზარდისთვის წესის აგების ნება დართეს.
"ნება დამრთეს, რომ ჩემ შვილიშვილს აუგებენ წესს", -განაცხადა მოზარდის ბებიამ.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლაში 11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ავტორი: ნიუპრესი