"ხელისუფლებამ ქვეყანა ქუჩის აქციებისათვის გაწირა"
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას, ქუთაისში, ძირითადად საჯარო მოხელეები და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებიან.
"დარბაზში შეკრებილი საზოგადოების უმეტესი ნაწილი წარმოადგენს საჯარო მოხელეებს და საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქ არიან პედაგოგები, საავადმყოფოების თანამშრომლები, ეს ხალხი მოიყვანა ხელისუფლებამ, აღსანიშნავია, რომ სამუშაო საათებში",-განაცხადა წულაიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება ასეთი მიდგომით ქვეყანას ჩიხში შეიყვანს: "ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ცვლილებები გაიტანონ, ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნებით ხელისუფლება არ შეიცვალოს, ამით გაწირეს ქვეყანა ქუჩის აქციებისა და მიტინგებისათვის"-განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ირინა მაკარიძე