|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს

არიელ კოენი: "საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი უდიდეს სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობისთვის"

„საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი უდიდეს სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, _ ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ანალიტიკური საბჭოს მთავარმა სპეციალისტმა არიელ კოენმა გააკეთა. ამერიკელი ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების მიერ კიდევ ერთ მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას გამოეხმაურა.
„როდესაც აშშ-ი და მისი მთავარი საკანონმდებლო ორგანო აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ეს ნიშნავს, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის დღეს წესრიგის ნაწილია სირიასთან, უკრაინასთან და სანქციებთან ერთად. ევროპელები დღეს უძლურები არიან. მათ ბევრი შიდა პრობლემა აქვთ, აშშ-ი კი მთავარი დასავლური ძალაა, რომელიც ევროატლანტიკური საზოგადოების საგარეო პოლიტიკას წარმართავს. რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზეც, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნატოს მოახლოებული სამიტის წინ.
საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ, კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

ავტორი: