|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-ში დაკავებულ ქუთაისელ კრიმინალებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს. 

დაკავებულები ქუთაისელები არიან, ე.წ. კანონიერი ქურდი 41 წლის ვაჟა გაბადაძე, იგივე "ნათან იუსუპოვი", 45 წლის კახა კაცაძე, 54 წლის თეიმურაზ თავბერიძე იგივე "თავა",  53 წლის დავით ტიკარაძე, იგივე "დათო".

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ვაჟა გაბადაძე, და მისი თანამოაზრეები მსხვერპლს თანხის ამოღების მიზნით ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ.  

დაკავებულებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

 

ავტორი: ნიუპრესი