აშშ უკრაინასა და რეგიონის ქვეყნებს 2 მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას და რეგიონის კიდევ 18 ქვეყანას 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის დამატებით გრძელვადიან სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დახმარება იმ ქვეყნებს გადაეცემათ, რომლებიც „რუსეთის მომავალი აგრესიის ყველაზე დიდი პოტენციური რისკის ქვეშ დგანან“.
აღნიშნული დახმარებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი უკრაინას გადაეცემა, დანარჩენი კი ალბანეთს, ბოსნიას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, საქართველოს, საბერძნეთს, კოსოვოს, ლატვიას, ლიეტუვას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას შორის გადანაწილდება.
მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დახმარების შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტის დროს გააკეთებს
ავტორი: ნიუპრესი