ასტროლოგის რჩევები: რა უნდა გვეცვას ახალ წელს და როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა
როგორც უკვე ვიცით, 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელი იქნება. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ გარდა გემრიელი კერძების კეთებისა საახალწლო სუფრა ისე გავაწყოთ, რომ აღმოსავლური კალენდრის გმირს ვასიამოვნოთ, რათა თავადაც კეთილად განეწყოს ჩვენს მიმართ. ძაღლისთვის მნიშვნელოვანია მიწის სტიქიის ფერები: ყვითელი, ატმისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი და ხორცისფერი.
სახლში ატმოსფერო უნდა იყოს თბილი, კომფორტული და მშვიდი. შეეცადეთ, ეკოლოგიურ სტილში მოაწყოთ სახლში, მაქსიმალურად სუფთად და სადად. გამოიყენეთ ნატურალური ნივთები. ეცადეთასმიამოვნოთ ძაღლს და ისიც ვალში არ დაგრჩებათ. მაგიდაზე აუცილებლად დააწყვეთ სანთლები. ცეცხლი სითბოსთან ასოცირდება და ქმნის სადღესასწაულო განწყობას. შეეცადეთ სანთლები იყოს ღია ან ნეიტრალურ ფერებში.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ძაღლი იცავს ფულს ქურდებისგან და არასასურველი დანახარჯებისგან, ამიტომ კარგი იქნება, თუ ყვითელ მონეტას ყოველი თეფშის ქვეშ, ხოლო ვერცხლისფერ მონეტებს მაგიდის კუთხეებში დადებთ. გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ ძაღლი სისადავეს სწყალობს. სუფრაზე ბევრი სახეობის კერძი უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ძაღლს ჭამა უყვარს. სასურველია, სუფრაზე იყოს შემწვარი ქათამი, ხოლო სალათები მორთოთ ისე, რომ ძაღლის იერსახე მიიღოს. ასევე არ დაგავიწყდეთ ძაღლის პატარ-პატარა ფიგურები.
გარდა სუფრისა, მნიშვნელოვანია სამოსი. ასტროლოგებმა გაგვანდეს რჩევები, თუ როგორი სამოსით უნდა დავხვდეთ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ოქროსფერ ძაღლს.
ვერძი: ცეცხლოვანი ნიშანია, ამიტომ მისთვის დამახასიათებელია შინდისა და ალუბლის კომბინირებული ფერის ბუნებრივი ქსოვილის სამოსი. უმჯობესია თუ კაბა იქნება მოშიშვლებული მხრებით, თუმცა სიგრძე ექნება გრძელი.
კურო: კუროსთვის კარგი იქნება თუ საახალწლო ღამეს მოირგებს ლურჯი, მწვანე და ღია მეწამულითკომბინირებული ფერის კაბას. ხაზი უნდა გაესვას ასევე მოცულობით საყურეებს, სამაჯურს და ვერცხლისა და ოქროს ყელსაბამს. ელეგანტურობა ამ ნიშნის დამახასიათებელი ნიშანია.
ტყუპები: ტყუპები ნებისმიერ სამოსში იდეალურად იქნება, თუმცა ახალი წლის ღამეს მისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი იქნება შარვალი "ლუქსი" მდოგვის, ჩალის ან ყავისფერი დამატებით ტყავის იმიტაციით ან პრინტებით და ასევე ხის ელემენტებისგან დამზადებული მძივები.
კირჩხიბი: კირჩხიბისთვის უმჯობესია მთლიანი შარვალი "კომბინიზონი" მარჯნის, ოქროს, იის, ქარვის ანყავისფერებში. იდეალური აქსესუარი კი ნიღაბი, ბუმბული ან ხელოვნური ყვავილებია. მსგავსი კომბინაცია ატიპიურია, თუმცა ახალი წლის ჯადოსნური ღამისთვის ზუსტად შესაფერისი.
ლომი: ახალი წლის ღამეს ლომებმა ყურადღება უნდა მიაქციონ როგორც ფერს, ისე ქსოვილს. აბრეშუმის,ატლასისა და ხავერდის სამოსი უნდა იყოს ოქროს, შოკოლადის და შინდისფერი. ელეგანტური ფეხსაცმელი მდიდრული ორნამენტებით და გვირგვინი ძვირფასი ქვებით შეუდარებელს გახდის "სამეფო" ნიშნის წარმომადგენელს.
ქალწული: ქალწული ახალი წლის ღამეს უნდა იყოს განსაკუთრებით ქალური. ყურადღება ექცევა კლასიკურ ტანსაცმელს პასტელის ფერებში. იდეალური გადაწყვეტა იქნება კრემისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი და ყვითელი ტონები. ექსპერტები აქსესუარებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.
სასწორი: მუდამ მერყევ ნიშანს საახალწლო ღამისთვის ასტროლოგები სთავაზობენ აქსესუარებისმინიმალიზმს. მათთვის დამახასიათებელი იქნება შერწმული ფერები– ყავისფერი, წითელი, კრემისფერი და იდეალური ამეთვისტო ან ქრიზოლიტის ქვის საყურეები.
მორიელი: მიზანმიმართული მორიელისთვის ახალი წლის ღამეს რეკომენდირებულია წითელი,ბროწეულისფერი, ყვითელი ან ჟოლოსფერი კაბა. შიშველი ზურგი და ღია გულ–მკერდი გარშემომყოფებს მყისიერად მოაჯადოვებს.
მშვილდოსანი: მშვილდოსნებს ასტროლოგები ურჩევენ ახალი წლის ღამეს გამოეწყონ ზღვის ტალღის ან ღია ფირუზისფერ დაბამბულ ან ჰაეროვან კაბაში. აქსესუარად კი გამოიყენონ ოქროს სამაჯური ან ყელსაბამი.
თხის რქა: შრომისმოყვარე თხის რქებს 2018 წლის ღამით ასტროლოგები ურჩევენ შეიმოსონ მსუბუქ კაბებში, გეომეტრიული, აბსტრაქტული და ყვავილებიანი პრინტებით.
მერწყული: მერწყულმა ყვითელი ძაღლის წელს უკან უნდა ჩამოიტოვოს კაბები ღრმა დეკოლტეთი. ყურადღება ექცევა წინ დახურულ კაბებს ქვიშის, ატმის და იასამნისფერს. აქსესუარებს ძვირფასი და ნატურალური ქვებით დამზადებულს.
თევზები: ასტროლოგები ამ რთულ, დუალური ხასიათის ნიშანს ურჩევს მოირგოს ოქროს ქვიშიანი ტონისელეგენატური სტილი, სადაც დომინირებს ფორთოხალი, ყავა, შოკოლადი. ასევე ნათელი აქსესუარები, რომლებიც ხაზს გაუსვამს სტილს.
accent.com.ge
ავტორი: ნიუპრესი