სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს
ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტებენ, სადაც წლებია ცხოვრობენ.
მათი თქმით, სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, დაპირების მიუხედავად, ბინები არ მიუღიათ, დღეს კი შენობის ახალი მფლობელი მათ იძულებით გაყვანას გეგმავს.
დევნილებს გზის გადაკეტვის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს. სასტუმრო „თბილისში“ ამ დროისთვის სამი ოჯახი ცხოვრობს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა