|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

 საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 30 აგვისტოდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცბობით,  ეს უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა