აუცილებელია სოციალური მუშაკის სერტიფიცირება - კანონში ცვლილება შედის
„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
ზუსტდება, რომ სოციალური მუშაკის სერტიფიცირება ხორციელდება პირის მიერ იმ საბაზისო აკადემიური ცოდნის მიღების მიზნით, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაკის ფუნქციის შეუზღუდავად შესასრულებლად.
კანონპროექტის თანახმად, სერტიფიცირების პროცესი უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დაკმაყოფილებას.
ამასთან, ეს მოთხოვნა არ გავრცელდება ამ დათქმის ამოქმედებამდე განხორციელებულ სერტიფიცირების პროცესზე.
დგინდება, რომ კანონის მოქმედი რედაქციით სოციალურ მუშაკად დასაქმების უფლებამოსილი პირის გარდა, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე ასევე შეიძლება დასაქმდეს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი, ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ავტორი: