აუცრელი პირების ტესტირებას სექტემბრიდან სახელმწიფო აღარ დააფინანსებს
აუცრელი პირების ტესტირებას სახელმწიფო აღარ დაფინანსებს, ტესტირების ხარჯების ანაზღაურება მათ თავად მოუწევთ, ან მათ დამქირავებლებს - ამის შესახებ დავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი განიხილება და მისი ამოქმედება სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოხდება.
"ტესტირება არის ერთ-ერთი მთვარი ნაწილი პანდემიის მართვის, საკმაოდ დიდ ფულს მართავს სახელმწიფო ტესტირებებში. 38 ათასი ტესტი კეთდება ყოველდღიურად, ამიტომ დასადღაც 15 სექტემბრიდან, აღარ დაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით, მათ ვალდებულება ექნებათ ტესტყი ჩაიტარონ, მაგრამ თუ ვაქცინირებულები იქნებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას, თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადოს. იმიტომ რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ მიაწოდოს ვაქცინა და აცრან, კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არა გარკვეული პერიოდულობის ორკვირაში ერთხელ, ან კვირაში ერთხელ ტესტირებული იყვნენ," - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ნიუპრესი