ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხის ჩემპიონი გახდა
ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხის ჩემპიონი გახდა. ამერიკული პრესის ინფორმაციით, ბრუკლინის ციხეში, წესების სრული დაცვით, კრივის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც "ჩაქუჩამ" ყველა შეხვედრა, ნახევარფინალის გარდა, ნოკაუტით მოიგო.
როგორც მანამდე ხურციძე აღნიშნავდა, მას ციხეში იდეალური პირობები ჰქონდა მოსამზადებლად. "ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, ალბათ, მეტს მივაღწევდი"- წერდა ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ავთანდილ ხურციძეს იმედი აქვს, რომ ციხეს მინიმუმ 2 წელიწადში დატოვებს. ცნობილია ასევე ის, რომ ხურციძე საქართველოს მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ავტორი: ნიუპრესი