ავტო სესხი მარტივად
საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ავტომობილის შესაძენად ორი გზა არსებობს: თანხის დაგროვება, ან ავტო სესხის აღება. ვინაიდან ავტომობილის ფლობა საკმაოდ დიდ ფინანსურ კაპიტალთანაა დაკავშირებული, ავტო სესხის აღება პოპულარული პრაქტიკაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ სურს რომ ოცნების ასახდენად წლობით ლოდინი მოუხდეს. აუცილებელია გამოცდილი და სანდო კომპანია შეარჩიოთ, რათა სესხის აღებისა და დაფარვის სრულმა პროცესმა გართულებების გარეშე ჩაიაროს. თქვენს შემოსავლებზე მორგებული გადახდის მოქნილი პირობებით, ავტო სესხი MBC-ში შეგიძლიათ აიღოთ, სწორედ ამიტომ კომპანია საფინანსო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს.
როგორ ავიღოთ სესხი MBC-ში?
MBC-ში ავტო სესხის ასაღებად უნდა იყოთ 20 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე და განაცხადის რეგისტრაციისას წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. ასევე, დაგჭირდებათ მანქანის რეგისტრაციის მოწმობაც. კომპანიის ვებგვერდზე ირჩევთ სესხის სასურველ ტიპს, ეცნობით ხელშეკრულებას და მოთხოვნის გაკეთებიდან 30 წუთში (დასტურის შემთხვევაში) კომპანიის წარმომადგენელი უახლოეს ფილიალში გიბარებთ თანხის მისაღებად. ეს არის ყველაზე მოქნილი და კომფორტული სისტემა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რადგან კომპანია სწორედ ინდივიდუალურ საჭიროებებზეა ორიენტირებული და მომსახურების ხარისხს მუდამ აუმჯობესებს.
სესხის აღება MBC-ში ავტომობილის უმაღლესი შეფასებით ხდება, ხოლო ყოველთვიური შენატანით როგორც სესხის ძირითადი თანხა ასევე პროცენტიც იფარება.
გაითვალისწინეთ, რომ თუ გსურთ ავტომობილი თქვენს მფლობელობაში დარჩეს მაშინ ავტო სესხით უნდა ისარგებლოთ, რადგან ლიზინგის არჩევისას შენაძენი კომპანიის საკუთრებაში მანამ დარჩება, სანამ სესხის თანხას არ დაფარავთ.
დღესდღეობით, სესხის პორტირებაც არ წარმოადგენს პრობლემას, ამიტომ სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან დაწყებული არახელსაყრელი თანამშრომლობის გაწყვეტა ნებისმიერ დროს შეიძლება.
MBC განიხილავს ყველა ტიპის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და შანსს აძლევს ყველას განურჩევლად კრედიტ ინფოსა და სესხის გამოყენების მიზნებისა. კომპანიაში 3 თვემდე საშეღავათო პირობები მოქმედებს. სესხის მაქსიმალური ვადა 72 თვე, ხოლო სესხის მაქსიმალური მოცულობა 50 ათასი ლარია.
MBC მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნავს, სწორედ ამიტომ ქმნის გარემოს, რომელიც თითოეულ მომხმარებელს სესხის აღებასა და დაფარვას უმარტივებს. არ არის საჭირო რთული პროცედურები და დაუსრულებელი დოკუმენტაცია იმისთვის, რომ ოცნების ახდენა დღესვე შეძლოთ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს წარსულ გამოცდილებას, ან ცოტა ხნის წინ დაწყებულ თანამშრომლობას კონკურენტებთან - თუ ავტო სესხის აღებას გადაწყვეტთ MBC ყველაზე რაციონალურ პირობებს შემოგთავაზებთ. მრავალმხრივი უპირატესობების გამო MBC საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.
ავტორი: ნიუპრესი