|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტო სესხი MBC-ში

ავტომობილის შესაძენად სესხის აღება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რადგან ამ გზით  მიზნების განხორციელებას დროულად ვახერხებთ და შენაძენი ჩვენს ცხოვრებას მეტად კომფორტულს ხდის. კრედიტის აღებამდე მნიშვნელოვანია ინფორმაცია მოიძიოთ და ისეთი კომპანია შეარჩიოთ, რომელიც თქვენს მოთხოვნებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს და ისეთ პირობებს შემოგთავაზებთ, რომ სესხის გადახდის პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივდეთ. 

რა არის საჭირო სესხის ასაღებად?

თუ სესხის ასაღებად მოქნილ და მარტივ პირობებს ეძებთ MBC-ის ავტო სესხი ყველაზე ოპტიმალური არჩევანია. თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და უკვე შეგისრულდათ 20 წელი, აუცილებელია წარმოადგინოთ მხოლოდ ID ბარათი, ან პასპორტი, ასევე მანქანის რეგისტრაციის მოწმობა, რის შემდეგაც სესხის დამტკიცება უმოკლედ ვადას მოითხოვს. კომპანია სესხის განაცხადის რეგისტრაციის პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს, ამიტომ ავტომობილის შეფასება დისტანციურად ხდება, ფილიალში მისვლა კი მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხის მისაღებად მოგიწევთ.  

MBC-ში კრედიტის აღებისას ავტომობილის მფლობელობის სრულ უფლებას ინარჩუნებთ, ხოლო ყოველვიური შენატანით როგორც ძირითად თანხას, ასევე პროცენტსაც ფარავთ. მნიშნველოვანია ისიც, რომ კომპანია ავტო სესხის გაცემისას არ გთხოვთ შემოსავლების დადასტურებას. ასევე, ემბისის ავტო სესხის შემთხვევაში - ავტო ლიზინგისგან განსხვავებით, როდესაც ავტომობილი კომპანიის საკუთრებაში გადადის სესხის დაფარვამდე - მანქანა თქვენს მფლობელობაში რჩება და მისი განკარგვა პრობლემას აღარ წარმოადგენს. 

50 000 ლარამდე კრედიტის მაქსიმალური ვადაა 72 თვე. მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, კომპანია გადახდის კლებად გრაფიკს ადგენს, რაც საშუალებას გაძლევთ რომ სესხის დაფარვა უმტკივნეულოდ შეძლოთ და ამ პროცესმა რაც შეიძლება მინიმალური დისკომფორტი შეგიქმნათ. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, გრძელვადიანი კრედიტის აღება ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომ კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებს თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და ისეთ პირობებს ქმნის, რომ მათ მაქსიმალურად ხელსაყრელ გარემო შეუქმნას. 

MBC განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და არ გზღუდავთ სესხის სასურველი მიზნით გამოყენებაში. მიღებული კრედიტი შეგიძლიათ როგორც ავტომობილის შესაძენად, ასევე სხვა დანიშნულებითაც გამოიყენოთ. 

თუ უკვე გაქვთ აღებული სესხი და სხვა კომპანიასთან თანამშრომლობით კმაყოფილი არ ხართ, MBC -ში სესხის პორტირებაც შეგიძლიათ.

ასე რომ, არასოდესაა გვიან ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყება, რომლის ძირითადი მიზანი მომხმარებლებთან ორმხრივად სასარგებლო, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. 

ავტორი: