ავტომობილი, რომელიც ოპოზიციის კარავში შევარდნას ცდილობდა, დღეს სხვა ავტომობილს დაეჯახა
ავტომობილი, რომელიც გუშინ ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო კარავზე დაჯახებას ცდილობდა, დღეს ნიკეას ქუჩაზე ტაქსის შეეჯახა- ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ავრცელებს.
მისივე თქმით, მძღოლი, სავარაუდოდ, ხელისუფლებისგან მართულია, რადგან მან საჯარიმო ავტოსადგომზე გაფდაყვანილი მანქანის გამოყვანა შეძლო.
"მანქანა გუშინდელი ინციდენტის შემდეგ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს, მიუხედვად ამისა, მძღოლმა მაინც შეძლო არასამუშაო დღეს ავტომანქანის გამოყვანა. "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს თავი დაანებონ"- განაცხადა გიგა შუშანიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, უცნობი პირი ქალაქის ბულვარში განთავსებული ოპოზიოციის კარავისათვის ავტომანქანით დაჯახებას ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდეს, რის შემდეგ ის დააკავეს, თუმცა გამოკითხვის შემდეგ გაუშვეს.
ავტორი: ნიუპრესი