|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამკაციანი შეზღუდვა პირველ რიგში კერძო ავტომობილებზე მოიხსნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ავტომობილით გადაადგილებისას სამკაციან შეზღუდვა უზრუნველყოფს გადაადგილების შემცირებას.

მისი თქმით, ეს შეზღუდვა ქვეყანაში ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით მოიხსნება, პირველ რიგში შეზღუდვა უნდა მოიხსნას კერძო ავტომობილებზე, ხოლო ტაქსების შემთხვევაში შეზღუდვა უფრო ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული.

„ამ შეზღუდვის მოხსნა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას, პირველ რიგში, შეზღუდვა უნდა მოხსნას კერძო საკუთრებაში მყოფი ავტომობილების სარგებლობისას. ვთქვათ, დამატებით 2-ზე მეტი მგზავრის დაშვების შესაძლებლობა იყოს, თუმცა ტაქსებისთვის 2 მგზავრის დაშვება, ისიც უკანა სავარძელზე, შედარებით უფრო ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული“- განაცხადა ზახაშვილმა.

 

publika.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა