|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტომშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა არიან დაშავებულები. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა  და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანება არავის მიუღია, შესაბამისად, შემთხვევას ადმინისტრაციული წარმოება მიეცემა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი