ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში. რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ძლიერ დაზიანდა ოპელის მარკის ავტომანქანა.
მძღოლები ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად დავიწროებულ გზას ასახელებენ. მსუბუქად არის დაშავებული ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შსს–ს განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მსუბუქ კატეგორიას განეკუთვნება და ადმინისტრაციულ დანაშაულად შეფასდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















