|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევას ხარაგაულელი 18 წლის გოგო ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხარაგაულელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილი 18 წლის ლიზი ხურცილავაა. შემთხვევა თბილისში,  რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ახალგაზრდა დაზიანებებით კლინიკაში მიიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და დღეს გარდაიცვალა.

ლიზი ხურცილავამ ხარაგაულში საჯარო სკოლა წელს დაასრულა. მომხდარის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

"ლიზო ჩემო ციმციმა და კეთილო, უთბილესო, რატომ, შვილო, რატომ? დაგვტოვე ყველა.  შენ ხომ ეხლა გიხაროდა სიცოცხლე. ვაი შენს დედას შვილოოო. გული მეწვის. შენ ხომ ძალიან გიყვარდა ყველა და რიტა დეიდა. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩემო ლამაზო", - წერენ ახლობლები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა