|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი მძიმედ დაშავდა

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი დაშავდა.  დაზარალებულის ახლობლის განცხადებით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი თქმით,  როგორც პოლიციამ მათ განუმარტა, ერთადერთი კამერა, რომელმაც სავარაუდოდ შემთხვევა დააფიქსირა, კერძო მესაკუთრისაა. 

„ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ქალბატონი დაშავდა, ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. გამოძიებას კი ამ დრომდე ეჭვმიტანილი არ ჰყავს. ადგილზე, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში 100 ადამიანამდე მაინც მოძრაობს, თვითმხილველი არ არსებობს. როგორც პოლიციაში განგვიცხადეს, ერთადერთი კამერა კი აფთიაქთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერაა, ახალი კანონის მიხედვით კი აფთიაქის მესაკუთრის კეთილი ნების გარეშე, პოლიციას არ აქვს უფლება ვიდეო ჩანაწერები მოითხოვოს“-განაცხადა დაზარალებულის ახლობელმა გიორგი მაჩიტიძემ. 

როგორც შსს-ში აცხადებენ,  საქმე სს კოდექსის  276 ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ფულადი ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. მათივე განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, ავტომობილის მესაკუთრის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა