ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა გარდაიცვალა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ღანირი-ქუტირის გზაზე ავტომობილი 11 წლის გოგონას დაეჯახა. მოზარდი საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა


17:20
15:54
13:34
21:45
















