სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები გუბერნატორმა მოინახულა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისში სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები მოინახულა.
ქალაქში საწარმო შპს ,,დეკორა“ უკვე ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს და მასში 150 000 დოლარის ინვესტიციაა ჩადებული. მეწარმემ დაბალპროცენტიანი სესხი სახელმწიფოსგან მიიღო. შპს ,,დეკორა“ ფერად სილას, ქვიშასა და მოზაიკურ ფილებს აწარმოებს, ასევე ამუშავებს ხელოვნურ მარმარილოს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.
ქუთაისში ასევე, აქტიურად მუშაობს საგზაო მეურნეობისათვის საჭირო მასალების დამამზადებელი საწარმო. შპს ,,არადანი" სამშენებლო ბლოკს, ბორდიურებს, ტროტუარებსა და ფილებს შიდა ბაზარზე ყიდის. საწარმო რამდენიმე თვის წინ მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ორი პროდუქციის ნაცვლად 18 სახეობის ნაწარმს უშვებს. მასში 35 ადამიანია დასაქმებული და 134 000 დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
იმერეთის გუბერნატორმა ქალაქში მოქმედი კიდევ ერთი საწარმო შპს ,,გაბიონი" მოინახულა. "გაბიონი" ამიერკავკასიაში პირველი საწარმოა, რომელიც ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ამზადებს მასალებს. მასში 50–მდე ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასიც 500 ლარს შეადგენს. საწარმო მიმდინარე წელს ახალი ტექნიკით აღიჭურვა, გადაირაღებაზე 250 000 ლარი დაიხარჯა.
ავტორი: