|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა ბომონდი განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა „ბომონდის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომ პაციენტი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანა კატასტროფის ბრიგადამ, ოპერაციის მიმდინარეობისას კი მას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში.
პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
„კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს", - აცხადებს კლინიკა. 
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები კლინიკის ექიმებს ადანაშაულებენ. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა