|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდობის პარკში ანა კალანდაძის ბიუსტი გაიხსნა

ქუთაისში, ახალგაზრდობის პარკში, ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოეტის ბიუსტი გაიხსნა.   ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.
ანა კალანდაძის ბიუსტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა.
ქართველმა პოეტმა ანა კალანდაძემ სკოლა ქუთაისში დაამთავრა და მისი პირველი ლექსებიც სწორედ ჩვენს ქალაქში დაიწერა. მის ლექსებზე  ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა ახალგაზრდული თეატრის "მარჯანიშვილელების" დასმა შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინა.
 
ღონისძიებას ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
 
ანა კალანდაძის ბიუსტის დადგმა იუნესკოს შემოქმედებითი ქსელის ქალაქში, მნიშვნელოვანი მოვლენაა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებაში.

ავტორი: ნიუპრესი