ახალი დეტალები ტყიბულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით
ტყიბულში დაჭრილი 33 წლის მამაკაცი კლინიკაში რჩება. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აკაკი ფარცვანია გუშონ ტყიბულის ცენტრში დაჭრეს. დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩხუბში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და გასროლაც სხვისი მისამართით მოხდა, თუმცა ტყვია ფარვვანიას მოხვდა.
მომხდარზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობოს მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა