|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახალი გაზეთის“ 7-13 სექტემბრის ნომერი გამოვიდა

"ახალი გაზეთის" ამ ნომრის მთავარი თემა ტურიზმს ეძღვნება.  სტატიაში „ქუთაისი ტურისტულ სეზონს აჯამებს“ ანი ლიპარიშვილი მოგითხრობთ, თუ რა სიძნელეები შეუქმნა ქალაქში  ჩამოსულ ტურისტებს გაჭიანურებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რას აპირებს ქუთაისის მერია სამომავლოდ და რა კეთდება ამ მხრივ.

რა საფრთხეებს შეიცავს მოძველებული ლიფტები და ვისი პრეროგატივაა მათი მოწესრიგება,  ამის შესახებ ანა ჯიქიას წერილში „საფრთხის შემცველი კომფორტი“ გაეცნობით.

„ახალი გაზეთის" სადისკუსიო კლუბში კი, რომელსაც ტრადიციულად მწერალი და ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი უძღვება,   ყველაზე საშიშ პროექტებზე მსჯელობდნენ.

გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების თემა  ამჯერად „განსაკუთრებული სჭიროებები და შრომითი უფლებებია“, მასზე თამარ კურატიშვილმა იმუშავა.

უფუნქციოდ დარჩენილ სპორტის გაკვეთილებსა და მოსწავლეებში ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი ნესტან თელია. მასთან ინტერვიუ ნესტან ჩაგელიშვილმა ჩაწერა.

 სამართლიანობის აღდგენის თემაზეა სტატია „დაკანონებული იძულება-რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში" "ახალი გაზეთი" ასევე გაგაცნობთ ევროპის ამბებს, რუბრიკით“ევროპის დროით".

და ბოლოს, გაზეთის ტრადიციულ ფოტორეპორტაჟი, რომელიც გაზეთის მთავარ თემას ეხმიანება.

„ახალი გაზეთი“ კვლავ ერთგული მკითხველის სამსახურშია.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე