ქუთაისის მერია ყოველწლიურ ფოტოკონკურსს „ილო 2020“ აცხადებს
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება აცხადებს ყოველწლიურ ფოტოკონკურსს „ილო 2020“, რომელიც ეძღვნება ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ხსოვნას.
მერიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სრულწლოვან ფიზიკურ პირებს, პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს.
ფოტოკონკურსის ძირითადი თემა არის „ქუთაისი“ - ფოტონამუშევრებზე ასახული უნდა იყოს ავტორის პირადი დამოკიდებულება ქალაქთან - ქუთაისის ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა.
რუბრიკები : „ჩვენი ქალაქის პორტრეტები“ - მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პორტრეტული ნამუშევრები. „ჩემი ქალაქი“ - ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებისთვის, მონაწილეებმა თავის ნამუშევრებში უნდა ასახონ თავისი მშობლიური ქალაქი, მისი ინდივიდუალობა და ხასიათი.
კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები ( jpg ფაილში, როგორც დამუშავებული კადრები, ასევე მათი ორიგინალიც, პლაგიატის თავიდან აცილების მიზნით).
ფაილები განაცხადთან ერთად უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #3, I სართული, მერიის კანცელარია ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: cesykutaisi@gmail.com
ფოტოკონკურსის ფარგლებში, დაჯილდოების დღეს, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც გამოიფინება კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები და 50 საუკეთესო ფოტო.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2020 წლის 27 ნოემბრიდან -12 დეკემბრის ჩათვლით. შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 17 დეკემბერს. ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა