|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" კომუნიკაციების კომისიას მიმართავს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას, ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი შეასრულოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიცია განცხადებას აქვეყნებს და ეხმაურება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში შეტანის ცვლილებებს, რომლის თანახმადაც მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელება შეიზღუდება.

„პროექტის აღნიშნული სახით მიღებამ შესაძლოა წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები და გახდეს ახალი საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში. ამავე დროს, ზიანი მიაყენოს კომისიის, როგორც საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე დამოუკიდებელი მონიტორის რეპუტაციას. 2012 წელს კოალიციის წევრი ორგანიზაციები კრიტიკულად ვაფასებდით მარეგულირებელი კომისიის მიერ შემოთავაზებულ თავდაპირველ ვერსიას, თუმცა ცვლილებები, რომელსაც 2020 წელს გვთავაზობს კომუნიკაციების კომისია კიდევ უფრო აუარესებს სტანდარტს“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა