|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობა გასამმაგდება"

 ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ გასამმაგდება ის შესაძლებლობა, რაც ქუთაისის აეროპორტს გააჩნია, ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისათვის აეროპორტი 300-მდე მგზავრს ემსახურება საათში და შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება. 
"დღეს აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს და მას შემდეგ, რაც ტერმინალი დასრულდება, მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა"- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა ეკონომიკის მინისტრა დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მოინახულეს.

 მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აეროპორტის ტერმნინალის სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი